მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  აგვისტო  2018

    ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოებზე 55 მლნ ლარზე მეტი იხარჯება

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს.

    როგორც BM.ge-ის მგფ-დან აცნობეს, პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 55 მილიონ ლარს სცდება.

    მისივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.

    „ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას, სანაპირო ზოლის აღდგენას და დაზიანებული ბულვარის სრულ რეაბილიტაციას. ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დაკავშირების მიზნით, მოეწყობა 12 საფეხმავლო ხიდი, რომლის სიგრძე 20 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

    ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს უნდა დაასრულდეს.


    წყარო: BM.ge


პარტნიორები