სიახლეები
-
16 აგვისტო 2018
თქვენი რეკლამა
OPIC-ი ანაკლიის პორტის პროექტში $100 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს
აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) ანაკლიის პორტის მშენებლობაში 100 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტირებას განიხილავს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსირების საკითხები კორპორაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ ბოჰიგიანი და „ოპიკის“ წარმომადგენლებმა ქართულ-ამერიკული კონსორციუმის, ADC-ის მენეჯმენტთან შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.
ამავდროულად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსებაში ჩართულია 5 სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტი, რომელთა წარომადგენლებმა 2018 წლის ივლისში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორია შეისწავლეს და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან სამუშო შეხვედრები გამართეს.
„ძალიან შთამბეჭდავია პორტის დეველოპერთა გეგმები მის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ასობით სამუშაო ადგილის შექმნას რეგიონში და საქართველოს კიდევ უფრო მნიშვნელოვან ევრაზიის სატრანზიტო ცენტრად აქცევს…პორტის განვითარება ნაწილია დამაკავშირებელი გეგმისა, რომ შავი ზღვა განვითარდეს როგორც რეგიონული და გლობალური ჰაბი“, – განაცხადა “ოპიკის” აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.
„ოპიკი“ – კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია – აშშ-ის სააგენტოა, რომელიც ამერიკული ინვესტიციების საერთაშორისო ბაზრებში დაბანდებას უწყობს ხელს. OPIC-ის სერვისები ხელმისაწვდომია 160-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი ახალი და გაფართოებაზე ორიენტირებული ბიზნესისათვის, რომლებიც ინვესტირებას გეგმავენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის I ფაზის მშენებლობა საზღვაო-სამშენებლო ეტაპზე გადავიდა. პორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მობილიზება მასშტაბური საზღვაო სამუშაოების დასაწყებად.ტეგები