მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  აგვისტო  2018

    მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ზონის მოსაწყობად 1.4 მილიონი ლარი დაიხარჯება

    საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობას იწყებს.

    პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 1. 4 მილიონი ლარია.

    პროექტი ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა-რეაბილიტაციას.

    მგფ-ის ცნობით, პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

    სამუშაო მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 12 თვეში დასრულდება.

     

     


პარტნიორები