სიახლეები
-
10 აგვისტო 2018
თქვენი რეკლამა
კოლმეურნეობის მოედანზე ყვავილების პავილიონის მშენებლობა 2018 წის ბოლოს დაიწყება
კოლმეურნეობის მოედანზე ყოფილი „პირიმზის" მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია PP ორსართულიანი მინის ყვავილების პავილიონის მშენებლობას გეგმავს. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა დავით კოდუამ განუცხადა, მერიასთან შეთანხმებით სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დაიწყება.
ხოლო, რაც შეეხება კოლმეურნეობის მოედანზე ყვავილებით გარემოვაჭრეების საკითხს. კოდუას განცხადებით, კომპანია მათ სივრცეში პირველ სართულზე შესვლას დაბალ ფასში სთავაზობს.
„გარემოვაჭრეებს სივრცეში შესვლას დაბალ ფასში ვთავაზობთ. ხოლო თუ მერიამ მათ კვლავ გარეთ დგომის უფლება მისცა, ამის კატეგორიული წინააღმდეგიც არ ვარ,“ - განმარტა დავით კოდუამ.„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება ისიც, რომ ორბელიანის მოედანზე მერიის და მისი კომპანიის საერთო მიწისქვეშა ავტოსადგომიც განთავსდება. ავტოსადგომი ჯამში 300 ავტომობილს დაიტევს, აქედან 160 ადგილი კომპანია PP-ს მფლობელობაში იქნება.
კოლმეურნეობის მოედანზე, ყოფილი „პირიმზის ადგილას განახლებული კომპლექსი კომპანიამ 2014 წელს გახსნა. კომპლექსის მშენებლობაში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ახალი პროექტის მიხედვით პავილიონში პირველ სართულზე ყვავილების სექცია იქნება, მეორე სართულზე კი კაფე-ბარები განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო და 52 მილიონიანი პროექტი, ასევე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კომპანია ,,ინ სი“-ს გადაეცა. სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, სარესტავრაციო სამუშაოები 18 მისამართზეა დაგეგმილი. “თბილისის განვითარების ფონდი“ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციას გეგმავს.ტეგები