სიახლეები
-
28 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს.
ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მოასმზადებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვითვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.
საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 15 თვეა განსაზღვრული. საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი რამდენიმე მილიონი ლარით დააფინანსებს.
დედაქალაქის მერიის განცხადებით, თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა განტვირთვავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და მნიშნვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე თბილისი მოქალაქეებისათვის.