მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  აგვისტო  2018

    მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა წელს მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე გაიცა

    2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 2 995.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 4 941 ნებართვა გაიცა. „საქსტატის“ ცნობით, ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე.

    აქედან, შედარებით დიდი წილით გაცემულ ნებართვებში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსებია წარმოდგენილი. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე ქვეყნის 3 რეგიონზე, კერძოდ, 29.3 პროცენტი თბილისზე, 16.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 11 პროცენტი კი - ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის.

    ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულია 928.9 ათასი კვ.მ. ფართობის 1
    163 ობიექტი. 2017 წლის შესაბამის პერიოდში კი ექსპლუატაციაში შევიდა 1190.1 ათასი კვ.მ. ფართობის 1334 ობიექტი.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები