მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  აგვისტო  2018

    დოშაყეს გზის მშენებლობა დასრულდა

    მარტვილის მუნიციპალიტეტში დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა (I ეტაპი).

    პროექტის ფარგლებში დაიგო 1 500 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. ასევე მოეწყო, სავალ ნაწილზე და ეზოების მისასვლელებთან წყალსაწრეტი მილები, რკინა ბეტონისა და ბუნებრივი კიუვეტები, ლითონის მილები, სანიაღვრე არხის კედლები და ძირები რკინა ბეტონით.

    დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთან ალექსანდრე გოროზიასთან ერთად დაათვალიერა.

    პროექტის ღირებულებამ 402 463 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,არქეოპოლისმა“ შეასრულა.

    დოშაყესა და დიდი ჭყონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები