მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  ივნისი  2016

    უძრავი ქონების კომპანიები ზაფხულში გაყიდვების ზრდას ელოდებიან

    უძრავი ქონების კომპანიები ზაფხულში გაყიდვების ზრდას პროგნოზირებენ. როგორც, „ერდო ჯგუფის" დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი რადიო „კომერსანტთან" განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია, მშენებლობის ბუმია და ბევრი ახალი პროექტი იწყება. ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ზაფხული, როგორც წესი აქტიურია და გაყიდვებიც გაიზრდება, თუმცა 15 აგვისტოდან სექტემბრის დასაწყისამდე გარკვეული ჩავარდნა იქნება. გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ლარის გაუფასურების პირველ ეტაპზე უძრავი ქონების ფასები 10% -ით დაეცა, თუმცა მას შემდეგ ფასები სტაბილურია და ცენტრალურ უბნებში კვადრატულის ფასი საშუალოდ 700 დოლარიდან იწყება. ფალავანდიშვილი ბაზარზე არც არჩევნების გავლენას ელოდება და ამბობს, რომ განსაკუთრებული კლება არ იქნება.

    უძრავი ქონების კომპანია „კიბეს" წარმომადგენელი ეკატერინე ბარათელიც აცხადებს, რომ გასულ თვეებთან შედარებით ივნისში გაყიდვების მაჩვენებელი და მოთხოვნა უძრავ ქონებაზე გაიზარდა და ამ ტენდენციის შენარჩუნებას ზაფხულის განმავლობაშიც ელოდებიან. თუმცა ბარათელი ამბობს, რომ შემოდგომაზე არჩევნების გამო გაყიდვები შესაძლოა შემცირდეს. უძრავი ქონების ბროკერის თქმით, ძირითადი მოთხოვნა ახალ აშენებულ კორპუსში 1-2 ოთახიან ბინებზეა. რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, გასულ წელს ფასების შემცირება დაფიქსირდა, თუმცა მიმდინარე პერიოდში ფასები უცვლელია.

     

     


პარტნიორები