მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  მარტი  2016

    დირსი და ფრედერიკ ბეგბედერი

    13 მარტს, ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი თბილისს ესტუმრა. მსოფლიო ბესტსელერის, „99 ფრანკის“ ავტორი, ერთგულ მკითხველთან შესახვედრად, ჟურნალი „XII“-ის სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა.

    მკითხველებთან შეხვედრა გალერეა „ბიბლუსში“ შედგა, კინოთეატრ „ამირანში“ კი მისი ფილმის „სიყვარული სამი წელი ცოცხლობს“ ჩვენება გაიმართა.

    რესტორანმა „სტრადამ“ მწერალთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც ჟურნალი „XII“-ის პარტნიორები, მეგობრები და სპონსორები ესწრებოდნენ.

    დირსი ჟურნალი „XII“ - ის ამ განსაკუთრებული ნომრის გენერალური სპონსორი გახლდათ.

    Dirsi


პარტნიორები