მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  ივლისი  2018

    ახალციხეში მდებარე სასტუმრო „ლომსია“ ინვესტორს ეძებს

    ახალციხეში მდებარე სასტუმრო „ლომსია“ პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. შპს „ველაჯიოს“ მფლობელობაში არსებული სასტუმროს ხელმძღვანელი ამირან ქიმერიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს კონსულტაციები და მუშაობა როგორც საერთაშორისო ოპერატორებთან, ისე ადგილობრივ ქართულ სასტუმრო ქსელებთან.

    „მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვიტოვებთ ისევ „ლომსიას“, ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში არსებულ რომელიმე სასტუმრო ბრენდის ქვეშ თუ საერთაშორისო ბრენდი ფრანჩაიზის სახით იქნება წარმოდგენილი“-აცხადებს ქიმერიძე.

    მისივე განცხადებით, განხორციელებული ინვესტიციის შედეგად განიხილება სასტუმროს გაფართოება და მაის-ტურიზმის განვითარებაც.ქიმერიძე აცხადებს, რომ კომპანიას აღნიშნული საინვესტიციო პროექტის დაწყება გაცილებით ადრე უნდოდა, თუმცა, მისი აღსრულება გაჭიანურდა. დღეს ქიმერიძე აცხადებს, რომ განვითარების გეგმებზე დეტალურად საუბარი 2018 წლის ნოემბრისთვის იქნება შესაძლებელი.
    პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სპა ცენტრის დამატება. გეგმაშია გამოიყოს მცირე დარბაზი სპა ცენტრისთვის და აშენდეს 100 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი.ქიმერიძე აცხადებს, რომ ეს ჯერჯეობით იდეაა, გასაკეთებელია პროექტი, რომლის შემდეგაც დაითვლება პროექტის ბიუჯეტიც.

     

    ქიმერიძე მიმდინარე სეზონსაც აფასებს. მისი განცხადებით, ახალციხის ტურები ძირითადად ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. მისივე განცხადებით, ტურისტების ნაკადი წელს წინა წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია.


    ახალციხეში სასტუმრო „ლომსია“ „ვისოლ ჯგუფმა“ 2012 წლის აგვისტოში გახსნა და სასტუმროს მშენებლობისათვის რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმროში 60-მდე ადგილობრივი დასაქმდა. 2014 წელს „ვისოლ ჯგუფში“ არაპროფილური აქტივების გაყიდვის გეგმების შესახებ საუბრობდნენ, თუმცა მფლობელებმა სასტუმრო გაყიდვა გადაიფიქრეს და ის „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ სარეკლამო კომპანიას „ველაჯიო“ გადაეცა.„ლომსიაში 63 ნომერია და 150-მდე სტუმარზეა გათვლილი.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები