მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  ივლისი  2018

    ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება

    მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და 6 თვეში დასრულდება-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    კახა კალაძის თქმით, ეს გზაგამტარი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობას არსებითად განტვირთავს და საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის.

    „ყველამ იცით, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ მონაკვეთზე გადაადგილება, განსაკუთრებით პიკის საათებში. პროექტის განხორციელებით, მოძრაობა სრულად განიტვირთება. გარდა ამისა, თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები