სიახლეები
-
18 ივლისი 2018
თქვენი რეკლამა
ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას ADB 257.4 მილიონი ევროთი დააფინანსებს
ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რიკოთის მონაკვეთზე, ხევი -უბისას გზის მშენებლობისთვის საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) 257.4 მილიონი ევროს სესხს მიიღებს. სესხის პირობები საქართველოს მთავრობამ უკვე მოიწონა. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
ADB-ის სესხი 26 წლიანი, მათ შორის 11 წელი საშეღავათო პერიოდია. პირობის მიხედვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი ცვლადია (EURIBOR + 0.7%). ვალდებულების გადასახდელი წლიური 15%-ია (ერიცხება სესხის აუთვისებელ ნაწილს).
ავტობანზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე 12.2 კმ გზის მშენებლობა იგეგმება.
აზიის განვითარების ბანკი ასევე, ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების მშენებლობას, ქვეშეთი-კობის (EBRD-თან ერთად) და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობას აფინანსებს.
აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოში, ბოლო 10 წლის განმავლობაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.ტეგები