სიახლეები
-
18 ივლისი 2018
თქვენი რეკლამა
დიღმის ტყე-პარკის გამოსყიდვა შესაძლოა მერიას 10 მილიონი დაუჯდეს
დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიების გამოსყიდვის მიზნით, თბილისის მერია მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს მართავს.
წლების წინ გასხვისებულ ტყე - პარკს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის ზონის სტატუსი ადევს, იქ მშენებლობების დაწყება შეუძლებელია.შესაბამისად მესაკუთრეთა ნაწილი თანახმაა ტერიტორიის მონაცვლეობაზე ან კომპენსაციის მიღებაზე.
“დიღმის ტყე-პარკის მესაკუთრეებთან აქტიურად ვმუშაობთ. სამწუხაროდ, სახელმწიფომ თავის დროზე ეს ტერიტორია გაასხვისა და დღეს ჩვენ ხარკის გადახდა გვიწევს. ჩვენი გეგმაა, რომ ეს ტერიტორიები გამოვისყიდოთ. სხვა შემთხვევაში ჩვენ იქ ვერც სარწყავი სისტემის მოწყობას და ვერც ტერიტორიის განათებას ვერ ვახერხებთ. სამწუხაროდ, ამ ხარკის გადახდა რამდენიმე მილიონი დაგვიჯდება. საუბარია დაახლოებით 10-მილიონ ლარზე“,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.ტეგები