სიახლეები
-
14 ივლისი 2018
თქვენი რეკლამა
თელავში რაგბის სტადიონის მშენებლობაში 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო
თელავში რაგბის სტადიონი შენდება, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 6 მილიონი ლარია. სტადიონი 3 ჰექტარზე განთავსდება, სადაც ხელოვნური და ბუნებრივი საფარით სათამაშო მოედანი მოეწყობა. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.
ახალი რაგბის სტადიონი ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდენილი. ხოლო შიდა სივრცეში საშხაპეები, გასახდელები, სატრენაჟორო დარბაზი, საკონფერენციო სივრცე, ექიმის ოთახი და დოპინგ კონტროლი იქნება.
„რაგბის განვითარების ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მერაბ აბდუშელიშვილის თქმით, კახეთის რეგიონში რაგბიზე მოთხოვნა დიდია, ხოლო თელავში ახალი სტადიონის მშენებლობა ამ სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. ჯერჯერობით უცნობია რა სახელი მიენიჭება მას. პროექტს ფონდი "ქართუ" ახორციელებს.
ტეგები