სიახლეები
-
13 ივლისი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისის მერია დედაქალაქში სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
თბილისის მერი დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სამშვენებლო მტვერს ასახელებს. კალაძის თქმით, აუცილებელია გამკაცრდეს რეგულაციები მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებისა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავების შესახებ.
„არსებული მდგომარეობით, თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ჰაერის მტვრით დაბინძურება. ჩვენ დავიწყეთ პარკების რეაბილიტაციის პროექტები და არსებული სკვერების განახლება, მწვანე სივრცეების შექმნა, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ტრანსპორტის განახლებაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის ჩანაცვლებაზე. პრობლემა გვაქვს მშენებლობების მიმართულებითაც.მგონია, რომ აუცილებლად უნდა გავამკაცროთ რეგულაციები მოქმედ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება კონკრეტულად მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას. არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ქვის დამუშავება ხდება და მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლებელია გაიარო.აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ეს რეგულაციები და უნდა მოხდეს სველი მეთოდით დამუშავება“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, პრობლემაა სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებაც.
„არაერთი შემთხვევაა, როდესაც დიდი ავტომობილები გადაადგილდებიან საშენი მასალით, აბსოლუტურად ღიად, დამცავების გარეშე და ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მე მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, დაამუშაოთ კანონში შესაბამისი ცვლილებები და წარუდგინოთ პარლამენტს. პარლამენტი მზად არის თანამშრომლობისთვის, რომ ამგვარი ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა კალაძემ.ტეგები