მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  ივლისი  2018

    ჭუბერში დროებითი ხიდის მოწყობა დასრულდა

    ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეშვიდე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

    მდინარის მარცხენა სანაპიროსთან დასაკავშირებლად პანელური ხიდის კონსტრუქციის მოწყობა 4-5 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 24 საათიან რეჟიმში მუშაოების შედეგად ხიდის მონტაჟი უკვე დასრულებულია. დღეს, ხიდის საშუალებით მძიმე ტექნიკა მეორე ნაპირზე გადავა და ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება.

    მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე, სპეციალისტების მიერ უკვე განისაზღვრა 5 ლოკაცია, სადაც მდინარის კალაპოტის შეცვლისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს.
    სტიქიის ზონაში, პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები საპროექტო, ნაპირდაცვისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით.

    ამ ეტაპზე, ჭუბერში მობილიზიებულია 68 ერთეული ტექნიკა, საიდანაც 60 მუდმივად მუშაობს.

     

     

     

     


     

    ტეგები


პარტნიორები