მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  ივლისი  2018

    უმასპინძლე საქართველოში-ს ფარგლებში მხარდაჭერილია 49 სასტუმროს მშენებლობა

    2018 წლის ივნისის თვის მონაცემებით სააგენტოს "აწარმოე საქართელოში" პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 49 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 135 მლნ ლარს შეადგენს.

    აღნიშნული 49 სასტუმრო შექმნის 1450-ზე მეტ დამატებით ოთახს და 1400-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.

    ზემოთხსენებული სასტუმროები აშენებდება: ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.

    აღნიშნული კომპონენტი, 2016 წელს შეიქმნა და რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განხორციელების სურვილის მქონე მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. გარდა ამისა, პროგრამის მეშვეობით ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვის სტიმულირება, ე.წ „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულების თანადაფინანსების გზით.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები