სიახლეები
-
09 ივლისი 2018
თქვენი რეკლამა
2019 წელს GDG ჯგუფი იმერეთში 2 სასტუმროს გახსნის
2019 წლის ბოლოს GDG ჯგუფი იმერეთში 4- ვარსკვლავიან ორ სასტუმროს ხსნის. ამის შესახებ „კომერსანტს“ GDG ჯგუფის დამფუძნებელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა. საუბარია, ქუთაისის და ვანის სასტუმროებზე.
ქუთაისის პროექტმა, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მიმდებარედ შენდება აეროპორტების გაერთიანებიდან შეთანხმება უკვე მიიღო. წაქაძე აცხადებს, რომ , კომპანიამ სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამშენებლო ნებართვაზე განაცხადი 1 კვირაა შეიტანა და მას შემდეგ, რაც ადგილობრიცი მუნიციპალიტეტიდან თანხმობას მიიღებს, მშენებლობას დაიწყებს. ბიზნესმენის ვარაუდით, ქუთაისში სასტუმროს მშენებლობა 1 თვეში დაიწყება და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
პროექტის მიხედვით, 5 სართულიანი სასტუმრო 5 ვარსკვლავიანი იქნება. 7 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული კომპლექსი მოიცავს 100 ნომრიან სასტუმროს და რესტორანს. ინვესტიციის ოდენობა მინიმუმ 5 მილიონი დოლარითაა განსაზღვრული.
რაც შეეხება ვანის სასტუმროს პროექტს, წაქაძე აცხადებს, რომ 4 ვარსკვლვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2-3 თვეა დაიწყო და მისი დასრულებაც 2019 წლის ბოლოთვის იგეგმება. საუბარია 2000 კვადრატული მეტრი ფართის სრულად ათვისებაზე, სადაც განთავსებული იქნება 35 ნორმიანი სასტუმრო. წაქაძის ინფორმაციით, ვანის სასტუმროს ინვესტიცია 1.2 -1.3 მილიონი დოლარითაა განსაზღვრული.
ტეგები