მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  ივლისი  2018

    ჭუბერში მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელი სამანქანო გზა გაიხსნა

    ჭუბერში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. უკვე გახსნილია ჭუბერის ორი ნაწილის დამაკავშირებელი სამანქანო გზა.

    მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის იმ ადგილების გამაგრება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას.

    ინტენსიურად მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. ჭუბერის მეორე ნაწილში, რომელსაც ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, ახალი ტრანსფორმატორი „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უკვე გადაიტანა და ახლა მიმდინარეობს მისი მონტაჟი.

    ადგილზე შევიდა დამატებითი მძიმე ტექნიკა. გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ ქართული ოცნების ახალგზრდული ფრთის წარმომადგენლები. ადგილობრივებს დაურიგდათ საკვები პროდუქტები.

     

     

     

     


პარტნიორები