სიახლეები
-
07 ივლისი 2018
თქვენი რეკლამა
სამშენებლო კომპანია „დინამოსგან" კორპუსის დემონტაჟის შესახებ ინფორმაციის უარყოფას ითხოვს
სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ 5 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს“ ბაზასთან მშენებარე კორპუსების დემონტაჟი უნდა დაიწყოს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
„საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობამ გუშინ მორიგი სიცრუე გაავრცელა კომპანია „ბაუ სტარის“ წინააღმდეგ. ინფორმაცია ბაზის მომიჯნავედ კომპანიის საკუთრებაში არსებული 16 სართულიანი მშენებარე კორპუსის დემონტაჟის დაწყების შესახებ სრული სიცრუეა.
კომპანია „ბაუ სტარი“ დაუყონებლივ მოითხოვს უარყოს „დინამო თბილისმა“ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ან წარმოადგინოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია დემონტაჟის შესახებ.
მხარეებს შორის, სამეზობლო დავა საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და მოსამართლეს ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია. მიუხედავათ ამისა, „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობა ცდილობს ცრუ სარეკლამო განცხადებების გავრცელებით, კომპანიის იმიჯს და რეპუტაციას ჩრდილი მიაყენოს და მისი საქმიანობა შეაფერხოს.
კომპანია „ბაუ სტარს“ უკვე აშენებული აქვს პროექტით გათვალისწინებული 16 სართული, მიუხედავათ ამისა, „დინამო თბილისის“ იურისტმა სასამართლოზე, მცირე ნაგებობის შესახებ ისაუბრა, რითაც შეეცადა მოსამართლის შეცდომაში შეყვანას.
ამ დროისთვის მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ფართების 80% უკვე გაყიდულია და მობინადრეების სახელზეა რეგისტრირებული.
გერმანული სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას კანონის სრული დაცვით ახორციელებს, ყველა სახის დოკუმენტი წესრიგშია. ამის დასტურია სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მეორე ინსტანციამ 2017 წლის 7 დეკემბერს გამოიტანა და კომპანიას მშენებლობის გაგრძელების ნებართვა მისცა.
„ბაუ სტარი“ მოუწოდებს „დინამო თბილისს“ შეწყვიტოს კომპანიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება.ტეგები