სიახლეები
-
06 ივლისი 2018
თქვენი რეკლამა
სასტუმრო ბორჯომი-ლიკანის მართვაში „Marriott-ი ან „Accor Hotels Group”- ი შევა
სასტუმრო ბორჯომი-ლიკანის მართვვაში „Marriott ან „Accor Hotels Group”-ი ჩაერთვება.
აღნიშნულის შესახებ „კომერსანტს“ საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა და სასტუმრო ბორჯომი-ლიკანის მმართველმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.
ალავერდაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მართვის ან ფრანჩაიზის შესახებ კონსულტაციები, საბოლოო გადაწყვეტილება კი ივლისის ბოლოს იქნება მიღებული. როგორც იგი აცხადებს, შემოდგომიდან „ბორჯომ-ლიკანს“ ახალი მენეჯმენტით გააგრძელებს მუშაობას.
ყაზახურმა კომპანია „ყაზმუნაიგაზ-სერვისმა“ „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციების 50 % ცოტა ხნის წინ „საპარტნიორო ფონდს“ გადასცა და სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ აქციების 100% ქართული მხარის მფლობელობაში გადმოვიდა.
ამ გარიგებას საპარტნიორო ფონდის დირექტორმა წარმატებული კომერციული კონტრაქტი უწოდა, თუმცა კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე დღემდე არ გასაჯაროვებულა თანხა, რომელიც საქართველომ ყაზახურ კომპანიას გადაუხადა.
დავით საგანელიძე ირწმუნება, რომ სასტუმრო მშენებლობაში ინვესტირებულ თანხასთან შედარებით იაფად შეისყიდა. როგორც ცნობილია კომპლექსი საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ ერთობლივი ინვესტიციით აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება კი 48,6 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა. აქედან საპარტნიორო ფონდის წვლილი - 15,3 მლნ აშშ დოლარის სააქციონერო კაპიტალია; თანაინვესტორის წვლილი - 15,3 აშშ დოლარი, 8 მლნ აშშ დოლარის საბანკო სესხი; მიწის ნაკვეთის ღირებულება კი 10 მლნ აშშ დოლარია.
აღსანიშნავია ისიც, რომ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“ ბალანსზე გადავიდა ქობულეთში ყაზმუნაიგაზის საკუთრებაში არსებული 70073 კვ.მ მიწის ნაკვეთიც.
რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც ბორჯომ-ლიკანის მართვით არიან დაინტრესებულნი — „Marriott-ის ქსელში ამჟამად შედიან ისეთი ბრენდების სასტუმროები როგორებიცაა „Carlton, „Bulgari, „Courtyard, „Residence Inn, „Marriott Hotels, „St. Regis, „Le Meridien. Sheraton.
ხოლო ფრანგული „Accor Hotels Group” მსოფლიოში ცნობილი სასტუმროებისა და რესტორნების ოპერატორ ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა, „სოფიტელი, „ნოვოტელი, „გრანდ მერკური, „იბისი. საქართველოში „Accor Hotels Group” უკვე ფლობს რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის, 4–ვარსკვლავიან სასტუმრო „მერკურის თბილისში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა.
„ბორჯომ-ლიკანი“-ს 100% წილის მფლობელ „საპარტნიორო ფონდში“ კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები სასტუმროს მართვაში შესვლასთან დაკავშირებით 8 საერთაშორისო ბრენდთან მიმდინარეობდა, რომელთაგან სამი შეირჩა, ამ სამში ერთ-ერთი კი ამერიკული სასტუმროების ქსელი „Marriott-ია.
როგორც საპარტნიორო ფონდში განგვიცხადეს, უკვე დაწყებულია „ბორჯომ-ლიკანის“ წილის გაყიდვაზე მოლაპარაკებები. სასტუმროს შეძენით დაინტერესებულები არიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ინვესტორები.
მათი თქმით, „ბორჯომ-ლიკანის“ სასტუმროს გაყიდვის საკითხი მაშინვე გააქტიურდა, როცა ერთ-ერთმა მფლობელმა, კომპანია „ყაზმუნაიგაზ-სერვისმა“ საკუთარი წილი საპარტნიორო ფონდს მიჰყიდა.