სიახლეები
-
06 ივლისი 2018
თქვენი რეკლამა
ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში აქტიურად მინაწილეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის სვანეთში, სოფელ ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებეში გზების დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული და გაწმენდით სამუშაოებს ატარებს, ადგილზე მობილიზებულია 5 ერთეული მძიმე ტექნიკა, მთელი ღამის განმავლობაში განახორციელდება გაწმნდითი სამუშაოები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინჟინრები, რომლებიც სტიქიის ზონაში დილიდან 4 განადგურებული ხიდის ნაცვლად განათავსებენ დროებით ხიდებს, რათა მოსახლობამ შეუფერხებლად შეძლოს ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან გზების დეპარტამენტის რეგიონული ოფისების და კონტარქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში უწევენ გაწმენდით სამუშაოებს კოორდინაციას რათა უმოკლეს ვადებში აღმოფხვრას სტიქიის მიერ მიყებული ზარალი.