მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  ივლისი  2018

    საქართველომ საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის 4.7 მლნ ევროს მიიღებს

    2018 წლის 4 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მმართველმა დირექტორმა, მაგნუს რისტედმა და ინვესტიციების უფროსმა მენეჯერმა, ბო ესკე ნიჰუსმა ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს “საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, განახლებადი დაალტერნატიული ენერგიის გამოყენება” დაფინანსების მიზნით.

    შეთანხმების ფარგლებში, NEFCO საქართველოს გამოუყოფს 2.83 მილიონი ევრო ოდენობის ფინანსურ რესურსს, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან (E5P) ქვეყანა გრანტის სახით მიიღებს 1.87 მილიონ ევროს.

    პროექტის მიზანია, საქართველოში საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის კუთხით ღონისძიებების განხორციელება, რაცგულისხმობს პროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო შენობებში განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას.

    "აღნიშნულ პროექტს აქვს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი, ასევე, ხელსუწყობს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესებას, ენერგო დამოუკიდებლობის გაზრდას", - აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.

    მათი ცნობით, პროექტის განხორციელება ნავარაუდებია 2018-2020 წლებში. ამ ეტაპზე ჩატარებული შესწავლის საფუძველზე, მოიაზრება შემდეგი ქალაქები და რეგიონები: თბილისი, რუსთავი, ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია და სამეგრელო.

    პროექტს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

     

     

     

     


პარტნიორები