სიახლეები
-
04 ივლისი 2018
თქვენი რეკლამა
მიწისქვეშა პარკინგის სანაცვლოდ ინვესტორებს მიწა 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემათ
თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობაზე თბილისის მერია განმეორებით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს, თუმცა შეცვლილი პირობით, - გამარჯვებულებს მიწა არა 25 წლიანი ფლობით, არამედ საკუთრებაში გადაეცემათ.
თბილისის მერის თქმით, ადგილები, სადაც პარკინგი უნდა აშენდეს ბაზრის კვლევით არის შერჩეული.
"ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლებს შევხვდით. მათ კიდევ უფრო დეტალურად განაცანით პროექტი და ავუხსენით მისი მნიშვნელობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება. ინტერესთა გამოხატვის პირობები არის იგივე - ინვესტორს 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა მიწის ნაკვეთი და არა 25-წლიანი იჯარით, როგორც ეს აქამდე იყო დადგენილი. ჯამურად, საპარკინგე ადგილების რაოდენობა სამივე ლოკაციის შემთხვევაში არის 715“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პარკინგებისთვის გეგეშიძის ბაღის, ვარკეთილის მეტროსა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაა შერჩეული.
შეგახსენებთ, წინა ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა პირმა არ მიიღო.ტეგები