სიახლეები
-
02 ივლისი 2018
თქვენი რეკლამა
თელავში ,,შატო მერესთან” ორანჟერეა “ბროლის გორა” გაშენდება
თელავში, სასტუმრო ,,შატო მერესთან” ახლოს, ორანჟერეა “ბროლის გორა” გაშენდება.
როგორც knews.ge-ს “ვინივერიას” დამფუძნებლმა, ბიზნესმენმა გია პირადაშვილმა განუცხადა, ახალი პროექტი სრულიად განსხვავებული კონცეფციის იქნება. იდეა ბიზნესმენს ჰაიდელბერგში გაუჩნდა, სადაც მსგავსი ადგილი ნახა. მისი თქმით, სამომავლო გეგმებში ბევრი გამოწვევაა.
მისი თქმით, ორანჟერეა იქნება უზარმაზარი, მთელი ატრაქცია, სადაც განთავსდება ხეები, ფრინველები, სასტუმრო ოთახები. “ეს იქნება ორანჟერეა, სადაც იცხოვრებ”, – განაცხადა გია პირადაშვილმა.
მისი თქმით, შესაძლებელია სასადილოს, დასასვენებელი სივრცეებისა და სხვა ადგილების ისე მოწყობა, რომ ადამიანები ერთმანეთთან კომუნიკაციის გარეშე ვერ დასხდნენ, თუმცა იქნება ადგილი სიმყუდროვისა და განმარტოებისთვისაც.ტეგები