სიახლეები
-
01 ივლისი 2018
თქვენი რეკლამა
მსოფლიოს ყველაზე ლამაზ TOP-12 უბანს შორის “პლეხანოვი” მოხვდა
ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ 12 უბანს შორის თბილისის ძველი უბანი, “პლეხანოვი” დაასახელა.
გამოცემის შეფასებით, პლეხანოვი ერთ-ერთი ყველაზე მოდურ და მიმზიდველი ადგილი მას შემდეგ გახდა, რაც საბჭოთა კავშირის დროინდელ სამკერვალო ფაბრიკის ადგილას მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი “ფაბრიკა” გაიხსნა. გამოცემა დასძენს, რომ „პლეხანოვი“ ის ადგილია, სადაც ძველი შენობების განახლდა და თბილისელთა თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა.
”ეს არის კრეატიული ახალგაზრდებისა და ტურისტების თავშეყრის ადგილი, სადაც ხშირად იმართება მუსიკალური კონცერტები”, – აღნიშნაცს Forbes-ი.