სიახლეები
-
29 ივნისი 2018
თქვენი რეკლამა
„ლოპოტა სპა რეზორტი“ განახლებულ ინფრასტრუქტურაში 5,4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
„ლოპოტა სპა რეზორტის“ განახლება 2018 წლის ბოლოს დასრულდება. როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს, კომპლექსი ტურისტებს სასტუმროს დამატებით 100 ნომერს უკვე სთავაზობს, ასევე გახსნილია სრულიად ახალი ღია 1 588 კვ-იანი აუზი. თვის ბოლოს დაგეგმილია ღონისძიების დარბაზის გახსნა რომელიც 500 ადამიანს დაიტევს.
ჩვენთვის ცნობილი ხდება ისიც, რომ სექტემბერში „ლოპოტა“ დამსვენებლებს 2 685 კვ.მ-ზე განთავსებულ ღვინის საწარმოს და რესტორანს „შატო“-ს შესთავაზებს.
რაც შეეხება სხვა სახის პროექტებს „ლოპოტა სპა რეზორტი“ 2018 წლის ბოლოს სტუმრებს 72 ახალი ნომრით, 2 132 კვ.მ-ზე განთავსებული ღონისძიებების დარბაზით და 296 კვ.მ-ზე განლაგებული მიმღებით შეხვდება. ასევე მიმდინარე წლის ბოლოსთვის სასტუმრო 586 კვ.მ-ზე განთავსებული დახურული აუზით იქნება წარმოდგენილი.პროექტის ჯამური ღირებულება 5,4 მლნ აშშ დოლარია.
2017 წელს საპარტნიორო ფონდმა შპს „ლოპოტა“ -სთან პარტნიორთა შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს.
შპს „ლოპოტა“ - მ კახეთში, ლოპოტას ტბაზე მდებარე სასტუმრო კომპლექსის - „ლოპოტა სპა რეზორტი“ -ს განვითარება 2008 წელს დაიწყო. დღეის მდგომარეობით სასტუმრო 186 ნომრიანია, რომელსაც 180 ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი, 250 პერსონაზე გათვლილი რესტორანი, ოლიმპიური ზომის ღია საცურაო აუზი, სპორტული მოედნები (კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი) მინიგოლფის მოედანი, ღამის კლუბი და ტურისტული ინფრასტრუქტურა აქვს.
სასტუმრო ასევე ავითარებს საკუთარ მეურნეობას, სადაც ბიო პროდუქტების წარმოებას იწყებს.ტეგები