სიახლეები
-
გორში თაფლის ახალი საწარმო აშენდება
გორში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თაფლის კოოპერაციული ახალი საწარმო შენდება.
საწარმო მაღალი ხარისხის, ერთგვაროვან თაფლს აწარმოებს და პროდუქციის ექსპორტზე გატანას შეეცდება.
“შევეცდებით საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით გამართულ თაფლის მრჩეველთა კომიტეტის პირველ სხდომაზე.
მინისტრმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნებიდან გამომდინარე ქვეყანას აქვს პოტენციალი აწარმოოს მაღალი ხარისხის თაფლი.
„მეფუტკრეობის სექტორის განვითარება არის ძალიან კომპლექსური და დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, ამისათვის საჭიროა ჩვენ კომუნიკაციის პლატფორმა შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ „თაფლის საბჭო“, სადაც ჩართულიიქნება სამინისტრო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები. საბჭოში მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. თუ ეს იქნება მობილური საბჭო და გვექნება რეგულარული შეხვედრები, ჩვენ მივაღწევთ პროგრესს და ოპერატიულები ვიქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განაცხად ალევან დავითაშვილმა.
საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის, „თაფლის საბჭო“ იქნება კერძო და საჯარო უწყებების ერთობლივი გეგმის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანი გაერთიანება.
დავითაშვილმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად მუშაობს მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით.ტეგები