სიახლეები
-
27 ივნისი 2018
თქვენი რეკლამა
29 ივნისს მლეთა-სეთურების მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის მლეთა-სეთურების მონაკვეთზე დაგეგმილია სერპატინებზე დეფორმირებული ადგილების შევსება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 29 ივნისს 09:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.