სიახლეები
-
27 ივნისი 2018
თქვენი რეკლამა
ბახტაძე: ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა
სამეგრელო არის უნიკალური კუთხე ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ეკონომიკისთვის, - განაცხადა პრემიერმა ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
დადიანების სასახლის ეზოში ადგილობრივებთან შეხვედრისას მამუკა ბახტაძემ ანაკლიის პორტზეც ისაუბრა, თქვა, რომ ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. სასიცოცხლოდ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომ უკეთესად ავითვისოდ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი. ამის შემდეგ ფოთის და ანაკლიის პორტები ერთად უზრუნველყოფს იმას, რომ გვექნება სამრეწველო პოტენციალი სამეგრელოში, რომელიც იქნება გარანტი, რომ ჩვენი ეკონიომიკა გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და ევროპული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მან ევროპული ყაიდის საქართველოს დეფინიციაც განმარტა - ეს ნიშნავს ძლიერ კუთხეებს და რეგიონებს, მათი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებს , - ამბობს ბახტაძე და აღნიშნავს, რომ ევროპასთან კულტურულ თავსებადობაზე საუბრისას, აუცილებელია ეკონომიკის არდავიწყება.
}როდესაც ვსაუბრობთ კულტურათა თავსებადობაზე ევროპასთან, არ უნდა დაგვავიწყედეს,,რომ აუცილებელია ეკონომიკა დავაწიოთ ამას. ეს არის ძალიან მნიშნველოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული ჩვენგანი შეძლებს თავისი თავის რეალიზებას. ვანახებთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს, რომ საქართველოში ყველას შეუძლია თავისი ნიჭის რეალიზაცია და ღირსეული ცხოვრება", - განაცხადა ბახტაძემ.ტეგები