სიახლეები
-
26 ივნისი 2018
თქვენი რეკლამა
როგორი იქნება განახლებული „ოლიმპიური ვარსკვლავი“ - ფოტო
წლების წინ დაპაუზებულმა პროექტმა „ოლიმპიური ვარსკვლავი“ ინვესტორი იპოვა და მშენებლობის განახლებას გეგმავს. როგორც პროექტის წარმომადგენელი ლელა რაზიკაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, პროექტი პრაქტიკულად სრულად შეიცვალა, რომლის ნაწილიც მერიაში შეთანხმებულია, ნაწილი კი კვლავ პროცედურებს გადის.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტში გაფართოვდა სავაჭრო სივრცე და პრაქტიკულად ადგილზე სავაჭრო მოლი განთავსდება. ლელა რაზიკაშვილის თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ფართის სავაჭრო ცენტრი არ იფუნქციონირებს.
„ჩვენი პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა. ამ გადაკეთებების პერიოდში ხელი შეგვეშალა პროექტის შეთანხმებაზე. წინა შემოდგომაზე შევათანხმეთ პროექტის ერთი ნაწილი“,- აცხადებს ლელა რაზიკაშვილი.
„ოლიმპიური ვარსკვლავი“დაუსრულებელი მშენებლობისთვის 2012 წელს 27 მილიონი ლარით დაჯარიმდა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ჯარიმა, რომელიც მოგვიანებით 37 მილიონამდე გაიზარდა, პოლიტიკური იყო და უკავშირდებოდა ზურაბ ზვიადაურს, რომელიც „ქართული ოცნების“ სახელით იყრიდა კენჭს 2012 წელს. აღნიშნული ჯარიმა კომპანიას უკვე ჩამოეწერა და ბოლო წლებია მშენებლობის გასაგრძელებლად ინვესტორს იძებს.
პროექტის მშენებლობა საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი.