სიახლეები
-
27 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება
ბორჯომში საავტომობილო გზების მოწესრიგება გრძელდება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ერეკლეს ქუჩის მოასფალტება. პარალელურად ხორციელდება 9 აპრილის ქუჩისა და ჩიხების მოწყობის სამუშაოები.
როგორც გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა აღნიშნა, პროექტის მიხედვით, 9 აპრილის ქუჩაზე ასფალტოვან საფართან ერთად, ქვაფენილის მოწყობაც ხორციელდება, მოხდება ასევე ტროტუარების დაზიანებული მონაკვეთებისა და ბორდიურების აღდგენა. ჯამში 670 გრძივი მეტრის გზის მონაკვეთი მოწესრიგდება. პროექტისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 398 887 ლარი გაიხარჯება.
გამგებლის განმარტებით, აღნიშნული ქუჩები ტურისტულ ზონას განეკუთვნებიან და მათი კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.