სიახლეები
-
21 ივნისი 2018
თქვენი რეკლამა
GWP-იმ საგურამოში ახალი ქვესადგურის მშენებლობაში 5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა სოფელ საგურამოში ახალი, 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური საგურამოს მშენებლობა დაასრულა. ქვესადგურის თანამედროვე ტექნოლოგიით და უმაღლესი ხარისხისთ მშენებლობისთვის კომპანიამ 5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
„ჩვენმა კომპანიამ ბოლო წლებში არაერთი სტრატეგიული პროექტი განახორციელა – როგორც წყალმომარაგების, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით. განვითარების პროცესი გრძელდება: დღეს ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგურის საგურამოს მშენებლობა დავასრულეთ. თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ქვესადგური ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საგურამოს და ნატახტრის სათავე ნაგებობებსა და სატუმბე სადგურებს ელექტროენერგიით უწყვეტ მოამარაგებას გააუმჯობესებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტი იქნება.” – განაცხადა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძე.
„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, რადგან ეს უშუალო კავშირშია როგორც დარგის განვითარებასთან, ასევე ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან. მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკულ სექტორში საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს, იზრდება მოხმარება, ბევრი ობიექტი შენდება და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ასეთი პროექტის მხარდამჭერი ყოველთვის იქნება ეკონომიკის სამინისტრო“ – განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოდგილემ, რომეო მიქაუტაძემ ახალი ქვესადგურის საგურამოს გახსნაზე.
ახალი ქვესადგური საგურამო თანამედროვე ტექნოლოგიითა და სტანდარტების სრული დაცვით აშენდა. ქვესადგური მსოფლიო ლიდერი კომპანიის სიმენსის დანადგარებითა და მოწყობილობებითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები ქართულმა კომპანია „ენერგოსერვისმა“ შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დამატებით 40-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი GGU (Georgian Global Utilities) ჯგუფის წევრია. თავის მხრივ Georgia Global Utilities „საქართველოს კაპიტალში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ინვესტირებას წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს.