მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  ივნისი  2018

    ქობულეთის 18-კილომეტრიანი შემოვლითი გზა გაიხსნა

    აჭარაში, ქობულეთის შემოვლითი გზის 18-კილომეტრიანი მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ახალ გზას ორი ხიდი და განახლებული ინფრასტრუქტურა აქვს და ის ბათუმამდე დროს მინიმუმ 30 წუთით შეამცირებს.


    „დღეს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა. ვხსნით აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს, რომელიც ამავე დროს ისტორიული აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია.


    დღეიდან სატრანზიტო მოძრაობა ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან ახალ გზაზე გადმოერთვება. ეს 32 კილომეტრიანი გზაა ორი გვირაბითა და 15 ხიდით. მათ შორისაა საქრთველოში ყველაზე გრძელი ხიდი, როლის სიგრძე დაახლოებით ათას ორასი მეტრია,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

     




    მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ გზის მეშვეობით ბევრი სოფელი ცენტრალურ მაგისტრალს დაუკავშირდება, რადგან აჭარაში ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისება უნდა მოხდეს.

    ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გზის მშენებლებს მასშტაბური პროექტის დადგენილ ვადაში წარმატრბით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა.


    ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხოორციელდა. მისი ღირებულება 200 მილიონ ლარს აჭარბებდა. მშენებლობაზე დასაქმებული 400-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები