სიახლეები
-
24 ივნისი 2018
თქვენი რეკლამა
ხვალ, 25 ივნისს, 14:00 საათზე, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის გახსნის ღონისძიება გაიმართება
ხვალ, 25 ივნისს, 14:00 საათზე, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის გახსნის ღონისძიება გაიმართება. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა, ხელს შეუწყობს კურორტის ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის I გვირაბთან (ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მე-13 კმ.)ტეგები