მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  ივნისი  2018

    თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 30 წუთით შემცირდება

    თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 30 წუთით შემცირდება – ამის შესახებ აჭარის მთავრიბის თავმჯდომარებ ზურაბ პატარაძემ საქმიანი დილის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სულ რამდენიმე დღეში, ქობულეთის შემოვლითი გზა გაიხსნება, შესაბამისად, სტუმრებსა და სატრანზიტო მგზავრებს, აღარ მოუწევთ ქალაქში შესვლა და პირდაპირ შემოვლითი გზით ისარგებლებენ. 


    პატარიძის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე, საერთო ჯამში 15 ხიდი და 2 გვირაბი აშენდა, ხოლო პროექტის შემდეგი ეტაპი ესტაკადაა, რომელიც ბათუმის შემოსასვლელში აშენდება. მისი ტექნიკური გახსნა 1 ივლისს არის ჩანიშნული, ხოლო საერთო სიგრძე 1 კილომეტრია.

    „აჭარაში უპრეცედენტო რაოდენობის პროექტები ხორციელდება, მათ შორის უნდა გამოვყოთ გოდერძის უღელტეხილიც, სადაც 17 პროექტზე მიმდინარეობს ამ ეტაპზე მუშაობა. ეს იქნება ახალი სიტყვა, რადგან თანამედროვე საქართველოში პირველად ვღებულობთ გენერალური გეგმის მიხედვით აშენებულ კურორტს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასწარ არის განსაზღვრული თუ სად რა განთავსდეს. ამ ეტაპზე 17 ახალი სასტუმრო კომპლექსი შენდება, რამდენიმე დღეში კი გვექნება 5 ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პრეზენტაციაც. ჯამში, ფართოვდება გეოგრაფია, იზრდება საინვესტიციო პოტენციალი და რაც მთავარია ეს იქნება არა მხოლოდ ზამთრის კურორტი, არამედ, ჩვენ შევძლებთ გოდერძის უღელტეხილზე სტუმრები ოთხივე სეზონზე მივიღოთ“, – აღნიშნა ზურა პატარაძემ.

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები