მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  ივნისი  2018

    გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულება

    გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ერთი თვეა მიმდინარეობს და 6, 2 კმ მონაკვეთს მოიცავს.

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თქმით, მაღალმთიან აჭარაში კურორტების განვითარება არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც მთაში უფრო მეტ ტურისტს, უფრო მეტ დასაქმებას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოიტანს.

    გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გაბიონების და სანიაღვრე არხების, ასევე 5 ახალი და 1 არსებული ხიდის რეაბილიტაცია-მოწყობა. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების და მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს.

    სამუშაოებს კომპანია „არალი“ აწარმოებს, კომპანიის წარმომადეგენელთა განმარტებით, მიმდინარე ზაფხულს ბეშუმისკენ გადაადგილება უკვე ბევრად უფრო კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები