მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  ივნისი  2018

    „სვეტის დაზარალებულმა მენაშენეებმა შიმშილობა დაიწყეს

    „სვეტის დაზარალებულმა მენაშენეებმა კომპანიის ოფისი დაიკავეს. მათ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.


    მენაშენეებმა დეველოპერული კომპანიის ოფისში მისვლამდე პროკურატურასთან გამართეს აქცია და კომპანიის წინააღმდეგ დანაშაულის გამოვლენა, მათი დასჯა და კუთვნილი თანხის დაბრუნება მოითხოვეს.


     

    დეველოპერული კომპანიის ერთ-ერთი მენაშენე ნინი ბაკაშვილი მოითხოვს, რომ მშენებლობა უმოკლეს ვადებში დაიწყოს:


    „მოვითხოვთ გაგრძელდეს მშენებლობა, მე თანხის დაბრუნებაზე არ მაქვს პრეტენზია. ვადებს წელავდნენ, 2017 წლეს ჩასაბარებელი ბინების მშენბლობა დღესაც არ დაუწყიათ, ამის გამო ამ დრომდე ქირით ვცოვრობ, უიმედო სიტუაციაში ვართ“,- აცხადებს ნინი ბიკაშვილი

    ბიკაშვილი კომერსანტს უყვება, რომ ხვალ ორი დაზარალებული მენაშენე ფინასნთან პოლიციაში ჩვენებას მისცემს.


    შეჩერებული მშენებელობების ფონზე სვეტის და მასთან აფილირებული კომპანიების მფლობელები კომპანიებს და აქტივებს თმობენ.


    ახალი მფლობელი შედის კომპანიებში „სვეტი“ (გიორგი კამლაძე 40%, პაპუნა სანაძე 40% ვანკონსტრაქშენი 20%), „სვეტი ჯგუფი“ (შპს სვეტი 100%) და „სვეტი დეველოპმენტი“ (გივი ჯიბლაძე 46%, ერეკლე ჭიჭინაძე 25% და სვეტი ჯგუფი 29%) .


    წილების გასხვისების წინარე ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, თუმცა ჯერ ძალაში არ არის.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები