მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ივნისი  2018

    საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე სკვერი მოეწყობა

    საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას, ბალანჩივაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე სამი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
    პროექტი ფარგლებში, სკვერებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდება.



    ბალანჩივაძის ქუჩაზე სკვერში ბავშვებისთვის გასართობი ზონა უკვე განთავსდა. საბავშვო-გასართობი ინფრასტრუქტურის დამონტაჟება დაგეგმილია ასევე, ბერიტაშვილის ქუჩაზე.
    სამივე სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
    „მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საბურთალოს რაიონში სკვერების რეაბილიტაცია ამ დროისთვის შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაიონში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული და დასასვენებელი სივრცე გვქონდეს“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

    სკვერების რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 388 769 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, „გრინსერვის+“ ახორციელებს.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები