მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  ივნისი  2018

    აზიის განვითარების ბანკსა და ანაკლიის პორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

    აზიის განვითარების ბანკსა და ანაკლიის პორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

    აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ანაკლიას ეწვივნენ და ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ბანკის დელეგაციას, რომელსაც გენერალური დირექტორი ცენტრალური და დასავლეთ აზიის მიმართულებით, ვერნერ ლიპაჩი ხელმძღვანელობდა, პორტის ტერიტორიაზე “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა უმასპინძლეს.



    მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ კომპანიები ქალაქ ანაკლიისა და ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროცესში, პროექტის დაფინანსებასთან ერთად, მისი ურბანული დაგეგმარების, რეგულაციების, განათლებისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებითაც ითანამშრომლებენ. დაიგეგმა უახლოეს მომავალში ანაკლიის პროექტსა და ADB-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც.

    როგორც ADB-ის წარმომადგენლებმა ვიზიტისას აღნიშნეს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება რეგიონის მასშტაბით სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს და ADB-ი თავის მხრივ ხელს შეუწყობს პროექტის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას და მის პოპულარიზაციას. 

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები