მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  ივნისი  2018

    ვაკეში მოსახლეობა 22-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებს

    ჭავჭავაძის 33 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. მათი განცხადებით, 22- სართულიანი სახლის მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. კერძოდ, მშენებლობა გაზგამანაწილებელ სისტემასთან ახლოს შენდება, რაც ბუნებრივი აირის აფეთქების რისკებს ზრდის.

    უკმაყოფილებას იწვევს კორპუსის სიმაღლეც და მათ საცხოვრებელ სახლთან მშენებლობის ტერიტორიული სიახლოვე. აქციის მონაწილეთა თქმით, მშენებლობა უგულავას მერობის პერიოდში დაიწყო. კომპანიამ ტერიტორია, სადაც სკვერი და სტადიონი იყო მოწყობილი კორპუსის აშენების მიზნით შეისყიდა, რაც მოსახლეობამ მაშინვე გააპროტესტა.

    სასამართლო დავების შემდეგ მშენებლობის პროცესი არაერთხელ შეჩერდა, მათ შორის ნარმანიასა და კალაძის მერობის დროს, თუმცა თებერვლიდან სამშენებლო სამუშაო მაინც განახლდა.

    ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობა კახა კალძესთან ან მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. ადგილზე იმყოფებოდა მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.

     

     

     


პარტნიორები