სიახლეები
-
18 ივნისი 2018
თქვენი რეკლამა
ენგურჰესის ტურისტული ზონის პროექტის განხორციელებით ამერიკელები და ესტონელები ინტერესდებიან
ენგურჰესის ტურისტული ზონის პროექტის განხორციელებით ამერიკელები და ესტონელები ინტერესდებიან.
ენგურჰესის ტურისტული ზონის ახლადშემუშავებულ საპროექტო დოკუმენტაციას გაეცნო ამერიკული მხარეც, რომელიც პროექტის მიმართ უკვე რამდენიმე თვეა აქტიურ ინტერესს იჩენს.
ესტონური კომპანია “კოკო არქიტექსის” სპეციალისტების მიერ მომზადებული პროექტის განხორციელების საწყის ეტაპს კი ჰუვერის კაშხლის ადმინისტრაციის წევრები საქართველოში ადგილზევე გაეცნობიან. მათი ვიზიტი ენგურის თაღოვან კაშხალზე მიმდინარე წლის ნოემბერში შედგება.
დღეს ვაშინგტონში აშშ მელიორაციის სახელმწიფო ბიურო “ენგურის ტურისტულ ცენტრთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. მემორანდუმი ჰუვერის კაშხალის ცენტრალურ ადმინისტრაციასა და ენგურჰესის ტურისტული საიტის მმართველ უწყებას შორის პარტნიორობის სამომავლო გეგმებს განსაზღვრავს.
ამერიკელი პარტნიორების გაცნობის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია შეერთებულ შტატებში 12 ივნისიდან იმყოფება. შემადგენლობაში შედის ნიკოლოზ ანთიძის, მისი მოადგილის პაატა დოლიძის, ენგურჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია და “ენგურის ტურისტული ცენტრის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილის შემადგენლობით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა ჰუვერის ადმინისტრაციასთან უკვე გამართეს საქმიანი შეხვედრები, სადაც ქართული მხარე ნევადის შტატში მდებარე ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურის მართვის გამოცდილებას გაეცნო.
ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ სიდიდით მეორე ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. მისი განვითარების კონცეფცია, ასევე განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.
ჰუვერის კაშხალი მდინარე კოლორადოზე მდებარე ჰიდროტექნიკური ნაგებობაა , როემლიც აშშ-ის 2 შტატს – არიზონასა და ნევადას აკავშირებს. თაღოვანი კაშხლის სიმაღლე 221 მეტრია. კაშხალს სახელი ჰერბერტ ჰუვერის საპატივსაცემოდ ეწოდა, რომელმაც მის მშენებლობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. კაშხლის მშენებლობა 5 წელიწადს გაგრძელდა და 1936 წელს დასრულდა. 1981 წელს შევიდა აშშ-ს ისტორიულ ძეგლთა ეროვნულ სიაში. 1985 წელს კი ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდიდან ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე აქტიურადაა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჰუვერის კაშხლის ტურისტულ საიტს ყოველწლირად 8 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.
როგორი იქნება ენგურჰესზე მოწყობილი მსოფლიო დონის ატრაქცია, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოზე:ტეგები