მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  ივნისი  2018

    სვეტის და მასთან აფილირებული კომპანიების ახალი მესაკუთრე შესაძლოა გივი წულეისკირი გახდეს

    შეჩერებული მშენებელობების ფონზე სვეტის და მასთან აფილირებული კომპანიების მფლობელები კომპანიებს და აქტივებს თმობენ.

    ახალი მფლობელი შედის კომპანიებში „სვეტი“ (გიორგი კამლაძე 40%, პაპუნა სანაძე 40% ვანკონსტრაქშენი 20%), „სვეტი ჯგუფი“ (შპს სვეტი 100%) და „სვეტი დეველოპმენტი“ (გივი ჯიბლაძე 46%, ერეკლე ჭიჭინაძე 25% და სვეტი ჯგუფი 29%) .

    წილების გასხვისების წინარე ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, თუმცა ჯერ ძალაში არ არის.

    როგორც GBC -სთვის გახდა ცნობილი, სვეტის აქტივები გივი წულეისკირის ხელში გადავა, უსასყიდლოდ, თუმცა ახალ მფლობელს ექნება ვალდებულება კომპანიების პროექტები დაასრულოს.

    საუბარია მირცხულავას #9-11 „სვეტის ქალაქი -2“ -ის, ჭყონდიდელის ქუჩა #22-ში მდებარე „სვეტის ქალაქი -1“ -ის, ბათუმში თამარ მეფის გამზირზე #1 -ში „სვეტი ბათუმის“ დასრულებაზე.

    ხელშეკრულებების გაფორმებამდე კი, წულეისკირი ამ კომპანიების ფინანსურ და სამართლებრივ მდგომარეობას და რისკებს შეაფასებს.

    წულეისკირის მფლობელობაში დეველოპერული კომპანია „სფერო ჰოლდინგი, რომელიც ახლა შემოდის ქართულ დეველოპერულ ბაზარზე.

    „სფერო ჰოლდინგის ერთ-ერთი ინტერესი ისეთი სამშენებლო კომპანიების შეძენაა, რომელთა საკუთრებაში არსებული ბინების ბოლომდე აშენება ვერ განხორციელდა. ასეთია მაგალითად “სვეტი” და არამხოლოდ ეს. ამჟამად სხვადასხვა დეველოპერულ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლებმაც არ დაასრულეს მშენებლობა. ჩვენი ინტერესი და სურვილია დავასრულოთ ესა თუ ის მშენებლობა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები