მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ივნისი  2018

    თბილისს I კვარტალში 148 ახალი უძრავი ქონება შეემატა

    პირველ კვარტალში თბილისს 148 ახალი უძრავი ქონება შეემატა, რომლის ჯამური ფართობი 200.2 ათას კვ.მ. შეადგენს, – ასეთია თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები.

    როგორც კვლევის მეცხრე პუბლიკაციაშია ნათქვამი, პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების წლიურმა ზრდამ 37.1% შეადგინა, მაშინ როდესაც თბილისის გარეთ უძრავი ქონების გაყიდვები 21.0%-ით არის გაზრდილი.

    დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ ვაკე, საბურთალო და სამ­გო­რი დომინირებს. პირველ კვარ­ტალ­ში უძრავი ქონების ყველაზე მეტი გა­ყი­დვა საბურთალოზე (2,924 ერთეული) დაფიქსირ­და, მეორე და მესამე ად­გი­ლებს კი, შესაბამისად, ვაკე (1,978 ერთეული) და სამგორი (1,286 ერთეული) ინაწილე­ბენ.

    გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია როგორც ახალი უძრავი ქონების რაოდენობა (-23.7%), ისე მათი ჯამური ფართობიც (-33.5%). შემცირება ფიქსირდება როგორც ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების, ისე ახალი კომერციული უძრავი ქონების მიწოდებაში.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები