სიახლეები
-
13 ივნისი 2018
თქვენი რეკლამა
საჩხერეში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება
საჩხერის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება, რამდენიმე კი მიმდინარეობს. უკვე სრულდება სოფლების, მოძვი-ჯალაურთის, დამაკავშირებელი 6 კმ.-მდე საავტომობილო გზის მოასფალტება, სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 200 000 ლარით ფინანსდება. ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
საჩხერეში მიმდინარეობს მერჯევისა და ჭორვილის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი 5 კმ.-იანი გზის მშენებლობა. ამ გზის სამი სოფლის: მერჯევის, საირხისა და ჭორვილის მოსახლეობა ისარგებლებს.
ქალაქ საჩხერეში მიმდინარეობს სკვერების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დასასვენებელი ზონები მოეწყობა ივანე გომართელისა და ს. დურმიშიძის ქუჩებზე. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი თანამონაწილეობით, 217 000-მდე ლარით ფინანსდება.
საჩხერეში, ასევე, შენდება საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც რამდენიმე თვეში ადგილობრივ მოსახლეობას ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპით 200-მდე სერვისს შესთავაზებს.ტეგები