მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  ივნისი  2016

    The Guardian თბილისის ყველაზე კარგ და ცუდ არქიტექტურულ შენობებს ასახელებს

    "თბილისში ტურისტულ სეზონზე ჩამოსულ ვიზიტორებს აეროპორტში ბოთლ ქართულ ღვინოს ჩუქნიან, აეროპორტიდან გამოსვლისთანავე კი დაინახავთ ბილბორდებს წარწერებით: „თბილისი, ქალაქი რომელსაც უყვარხართ", - თბილისის შესახებ ვრცელ სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian აქვეყნებს.

    სტატიის ავტორი თბილისის საუკეთესო არქიტექტურულ შენობად ვასილ გაბადაშვილის სახლს ასახელებს.

    "ერთ დროს 19-ე საუკუნეში აშენებულ ამ სახლში ცნობილი ქართველი ფიზიკოსი ნიკოლოზ ყიფშიძე ცხოვრობდა, კომუნისტებს მისი სახლის დანგრევა სურდათ, თუმცა ყიფშიძემ საკუთარი კონტაქტების დახმარებით შენობა გადაარჩინა“, - წერს ავტორი.

    ყველაზე ცუდ სანახავად კი Guardian თბილისის რიყის ტერიტორიას ასახელებს.

    "2003 წლის ვარდები რევოლუციის შემდეგ, თბილისის ბევრ ბაწილში გამოჩნდა შუშის სტრუქტურის შენობები


    ერთ-ერთი იყო რიყის პარკიც. პარკის ტერიტორიაზე „მშვიდობის ხიდის“ სახელით ცნობილი ხიდი განთავსდა, ასევე ახალი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო ცენტრი. ამჯერად მათი მშენებლობა შეჩერებულია, რადგან მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ისინი ქალაქის არქიტექტურულ ჰარმონიას დაარღვევენ“, - წერს ავტორი.

    The Guardian-ის სტატიაში „პანორამა თბილისის“ პროექტიც მოხვდა.

    "ქალაქის მცხოვრებლების ნაწილი გმობს აღნიშნულ პროექტს და ამბობს, რომ ის საშინლად შეცვლის თბილისის არსებულ სახეს. აღსანიშნავია, რომ თბილისის ძველი უბანი იუნესკოს კულტურული ძეგლის სტატუსის მატარებელია. მეორე ჯგუფი კი აღნიშნულ პროექტში კორუფციულ ნიშნებსაც ხედავს.

    მშენებლობაზე წინასწარი სამუშაოები უკვე დაწყებულია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ყოველკვირეულ საპროტესტო აქციებს მართავენ“, - ვკითხულობთ სტატიაში.

    სტატიის ბოლოს ავტორი წერს: „რა არის ის რაც ქალაქს სხვებზე უკეთ გამოსდის? - ეს პროტესტია!“

     

     

     

     

     


პარტნიორები