სიახლეები
-
თემქის ხევს და დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ორი ახალი საქალაქო პარკი მოეწყობა
თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“ მინდა წარმოვადგინო ორი ძალიან საინტერესო პროექტი. ვიწყებთ ორი ადგილის კვლევას – ე.წ. დიღმის ჭალების ტერიტორიის, სადაც ვფიქრობთ, რომ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის თვალსაზრისით ძალიან მნშვნელოვანი პროექტის განხორციელება შეიძლება და მეორე ეს არის თემქის ხევი. მის გარშემო დაახლოებით, 80 ათასი მოსახლეა, ახლოს არის თბილისის ზღვასთან და დიდი პოტენციალი აქვს. მე მგონია, რომ თემქის ხევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია საქალაქო პარკი განვათავსოთ“, – განაცხადა კალაძემ.




