მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  ივნისი  2018

    ენგურჰესის ატრაქციად მოწყობის დეტალური პროექტირება დასრულდა (ფოტოები)

    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ენგურჰესის ატრაქციად მოწყობის პროექტის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.





    ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, საკონცერტო სცენას, პარაპლანისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, სერფინგის ცენტრს, პანორამული ლიფტის და ელექტროავტობუსის ტურის მოწყობის პროექტს.

     

     

    საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წელს ენგურის თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. პროექტის სრულად განხორციელების ვადა 5 წელიწადს მოიცავს. 

    ტურისტული ზონის სამშენებლო-ინფრასტრუქტურული მოწყობის პროცესის მიმდინარეობისას ადგილზე მუდმივად იქნება დასაქმებული 200-მდე ადამიანი. 

     

     

    ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსია, რომელიც დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე, ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივი სიგძე- 728 მეტრია.

     

     

    წინასწარი გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა რეგიონიში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები