მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  ივნისი  2018

    უდაბნოს მანჰეტენი – როგორ გამოიყურება ცათამბჯენების პირველი ქალაქი დედამიწაზე

    როგორც ირკვევა, პირველი მრავალსართულიანი შენობების, ე. წ. ცათამბჯენების მშენებლობა ნიუ-იორკსა და ლონდოზე ადრე არაბეთის ნახევარკუნძულზე, ქალაქ შიბამში დაუწყიათ. იემენში მდებარე ეს ქალაქი, დაახლოებით, 2000-2500 წლისაა და ის ძველი სამეფოს, ჰადარამაუტის დედაქალაქი იყო. პირველი მრავალსართულიანი შენობა აქ, დაახლოებით, 500 წლის წინ ააშენეს. სამშენებლო მასალად თიხისა და ნამჯისგან დამზადებულ აგურს იყენებდნენ.
    შიბამში ყველაზე მაღალი შენობის სიმაღლე, დაახლოებით, 53 მეტრია. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ამ შენობებს თავდაცვითი ფუნქციაც ჰქონდათ და მთლიანობაში ქალაქი ერთგვარი საფორტიფიკაციო სისტემას წარმოადგენდა. უნიკალური არქიტექტურის გამო, ქალაქი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები