მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  ივნისი  2018

    ბათუმი - ახალციხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე მესაკუთრეს უძრავ ქონებას ჩამოართმევენ

    ბათუმი - ახალციხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე მესაკუთრეს უძრავ ქონებას ჩამოართმევენ.

    ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, ექსპოპრიაციას დაექვემდებარება სოფელი დეკანაშვილში მდებარე, მერაბ აბულაძის 214 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და უძრავი ქონება, ასევე ხულოს რაიონში, დ . მამულაძის ქუჩა N 3 -ში მდებარე იური შერვაშიძის მიწის ნაკვეთი 257 კვ.მ და უძრავი ქონება, ამავე პირის თანასაკუთრებაში არსებული 272 კვ . მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული უძრავი ქონება და სოფელ „განახლებაში“ მდებარე შოთა თავართქილაძის 309 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული უძრავი ქონება .

    მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამ პირებთან ქონების გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც, გზის რეაბილიტაციის სამუშაობი ფერხდება.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმი ( აგნისა )- ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო - ზარზმის მონაკვეთისსარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს.

    პროექტის ფარგლებში პირველ ლოტს წარმოადგენს საგზაო მონაკვეთი ხულოდან გოდერძის ურელტეხილამდე ( გზის მე -80 და 110- ე კილომეტრებს შორის ) საპროექტო საგზაო მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი ( აგნისა )- ახალციხის საავტომობილო გზის მე -80 კილომეტრთან და მთავრდება ამავე საავტომობილო გზის 110- ე კილომეტრზე გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალ აღმართზე .

    მოცემულ მონაკვეთს , რომლის სრული სიგრძე დაახლოებით 30 კმ - ს შეადგენს გააჩნია ლოკალურად ძლიერი და დაზიანებული ასფალტის საფარი . ეს მონაკვეთი დაახლოებით 25-30 წლისაა და არასაკმარისი მოვლა - შენახვის შედეგად დაზიანებულია. მონაკვეთის უდიდესი ნაწილი არასატანადო მდგომარეობაში , რაც ძალზედ ართულებს ავტოტრანსპორტის მოძრაობას .

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები